ჩვენს შესახებ
„არტეფაქტი“ინდივიდუალური სახელოსნოა, სადაც იქმნება თანამედროვე ტენდენციებზე მორგებული ინტერიერისა და ექსტერიერის გამოყენებითი და დეკორატიული ნაკეთობები. ჩვენ, ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ შევქმნათ ახალი და ვიზუალურად საინტერესო პროდუქტი. პროდუქცია იქმნება ხელოვნური ქვისგან და სხვა ისეთი მასალებისგან, რომლებიც ადამიანებმა "მოიძულეს" და ფიქრობენ, რომ უვარგისია, ჩვენ კი ვცდილობთ ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ უბრალოებასა და არასრულყოფულებაში დიდი სილამაზეა დამალული.
„არტეფაქტში“ ყველა ნიმუში არასტანდარტული გადაწყვეტილებებით შექმნილი, შემოქმედებითი, ცოტა ქაოტურიც, ვიზუალურად საინტერესო და უნიკალურია. ყოველი ნივთი ხელნაკეთია, მზადდება ყველანაირი ელექტრო-მოწყობილობების გამოყენების გარეშე და თავიდან ბოლომდე დამუშავებულია ხელით.