დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 (555) 60 60 27 emailguilty.we@gmail.com

100 ვებ-გვერდი ბიზნესს

საქართველოს სავაჭრო პალატამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით პროექტი „100 უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“ განახორციელა.

პალატამ, პროექტის ფარგლებში, გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყო: ვებ-გვერდის დამზადება, ვებ-გვერდის მართვის ტრენინგ კურსები, ერთწლიანი უფასო დომენი, ჰოსტინგი და ტექნიკური მხარდაჭერა.

პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით ხელი შეეწყოს ბიზნესის გაციფრულების პროცესსა და ელ-კომერციის განვითარებას.

მეწარმეებს მათ პროდუქტებზე მორგებული ვებ-გვერდების შექმნაში ინტეგრალ ვებ სტუდია დაეხმარა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი, პროექტის მონაწილე კომპანიებმა ახალშექმნილ ვებ-გვერდებზე ელ-კომერციის ფუნქციონალის ჩაშენებას შეძლეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული ბიზნესების სამომავლო განვითარებას.

დიდ მადლობას მოვახსენებთ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის ❤