დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 (555) 60 60 27 emailguilty.we@gmail.com

ჯაფანდი - ახალი ტრენდი ინტერიერის დიზაინში

ჯეფენდი არის ახალი ტრენდი ინტერიერის დიზაინში, რომელიც სკანდინავიური მყუდროებისა და იაპონური ესთეთიკის მარადიული და წმინდა ელეგანტურობის ნაზავია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სტილი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მათ საერთო პრინციპი გააჩნიათ - ორივე მინიმალისტურია და ოთახები მხოლოდ საჭირო ნივთებითაა აღჭურვილი.
მაშინ როცა იაპონური სტილის შტრიხები ოთახს სრულ ელეგანტურობას სძენს, სკანდინავიური დეტალები კომფორტულ გარემოს ჰქმნის. ტიპიური სკანდინავიური ფერთა გამა ნეიტრალური და უბრალოა, ხოლო იაპონური დიზაინის მდიდრულ ფერებს კი სითბო და კონტრასტი შემოაქვს გარემოში. ამბობენ, რომ სწორედ ეს სტილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული 2022 წელს.

ფოტოს წყარო: BoConcept